ქალაქ ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარი მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნილია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ახლობელს – 1974 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს, მისსავე სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჭრელი საგნით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”.-აცხადებენ უწყებაში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა რა დროსაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ჩხუბის დროს მამაკაცს თავში მჭრელი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.