ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობისთვის მარტში დაკავებული ბრალდებული სასამართლომ დღეს გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლომ დღეს გაათავისუფლა 2004 წელს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც პროკურატურის გადაწყვეტილებით  2016 წელს დააკავეს.

 

2004 წელს ჩადენილი დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმე 2016 წლის 29 მარტს პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.

მკვლელობაში ბრალდებულად ასლან ბეძანიძე დასახელდა და მას ბრალი 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

თბილისის საქალაქოს სასამართლომ დღეს ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავსიუფლა.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, დაახლოებით, ორ კვირაში გამოქვეყნდება.

იტვირთბა....