ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში 55 წლის მამაკაცმა თავი ამ დილით ჩამოიხრჩო. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი სოციალური პრობლემები გახდა:
“მეუღლე ჰყავდა ავად და მკურნალობის თანხა ვერ იშოვა. ძალიან ნერვიულობდა ამაზე”,- აცხადებენ ახლობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადესა, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.