გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ოთხი პირის დაკავება დაადასტურა, რომლებიც 19 დეკემბერს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ.
სპეცოპერაცია ბერლინში, დორტმუნდში და ემერიხში დღეს დილით ადრე ჩატარდა.
პარალელურად, ბერლინში განხორციელებული ტერორისტული აქტის მთავარი ეჭვმიტანილის მოსაძებნად გერმანიის ხელისუფლებამ 100 000 ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა.
ეჭვმიტანილი წარმოშობით ტუნისელი ანის ამრია, რომელიც გერმანელი გამომძიებლების ინფორმაციით, შეიარაღებულია და კავშირები აქვს ექსტრემისტებთან.
ბერლინში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.