ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მე ვარ გიორგი გასვიანი, რომელიც ცემეს პოლიციელებმა“: ჟურნალისტმა შს მინისტრს მიმართა (ვიდეო)

„მე ვარ გიორგი გასვიანი, რომელიც ცემეს პოლიციელებმა“ – ასე მიმართა ჟურნალისტმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ბრიფინგზე. მინისტრმა პასუხად განაცხადა, რომ ყველა პოლიციელი გათავისუფლდება, ვინც პოლიციის მუნდირს შეურაცხყოფას აყენებს:

„დიახ, ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომელბიც ჩირქს სცხებენ პოლიციელის მუნდირს და ასეთი ადამიანები გათავისუფლებულები იქნებიან.“ – ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„40 000-მდე თანამშრომელი გვყავს და გამორიცხული არ არის ამ რაოდენობაში ასეთი ადამიანებიც იყვნენ. თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ ღირსეული პოლიციელები. ასეთი თანამშრომლები წახალისდებიან.

ჟურნალისტისა და პოლიციელის საქმეს პროკურატურა იძიებს იმიტომ, რომ სუბიექტურობის გაცდა არ გაჩენილიყო. ის პოლიციელი აღარ მუშაობს შსს-ში.“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის წარმომადგენელ მიშა ხუციშვილს ბრალს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს. შსს-ს მინისტრის გუსშინდელმა განცხადებამ, რომ უწყება ბალასტს მოიშორებს, ენმ-ს წევრების კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, მინისტრი თანამშრომლებს ბალასტს არ უნდა უწოდებდეს.

იტვირთბა....