ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჯანდაცვა

„გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა“: სერგეენკო სააფთიაქო ნარკომანიაზე

 

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო ვაჭრობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას და აფთიაქების ხელმძღვანელების დაკავებას გამოეხმაურა:

„გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებდა მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში უჭერდა მათ ჯარიმას, ეს ადამიანები არ იხდიდნენ ჯარიმას, იგივე მისამართზე, იგივე ქონებას არეგისტრირებდნენ უკვე თავისი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე, როგორც სხვა შპს-ს და აგრძელებდნენ ამ საქმიანობას. შედეგი იყო ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ეს სეგმენტი, ტაბლეტირებული ფორმა გახდა ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, მათი ამ არაკეთილსინდისიერი და თაღლითური სქემების გამო სახელმწიფოს 4 639 234 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა პროცესი დასრულებული არ არის და გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური ქმედება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ეს მართლაც საქვეყნო რისკი იყო და ვფიქრობ, ამ გადადგმული ნაბიჯებით ეს მრისხანე სეგმენტი, სააფთიაქო ნარკომანია, საბოლოოდ იქნება დაძლეული“, – განაცხადა სერგეენკომ.

იტვირთბა....