ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

ტონობით მარიხუანა მარწყვის ჯემში

მექსიკისა და აშშ-ს საზღვართან პოლიციამ დაახლოებით 3 ტონა მარიხუანა ამოიღო,-ინფორმაციას აშშ-ს საბაჟო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ნარკოტიკების პარტიის საერთო ღირებულება დაახლოებით $ 3.25 მილიონია. ის სატვირთოში არსებულ მარწყვის ჯემში იყო შენახული. სამართალდამცველებმა მარიხუანა ძაღლების დახმარებით იპოვეს.

51 წლის მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა, მექსიკის შტატ სონორაში დააკავეს. სამართალდამცველებმა ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკისას ნარკოტიკების სრული კონფისკაცია მოახდინეს.

იტვირთბა....