ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება დღეს წყალი

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხევით, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის N12-თან, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.

”ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და აღდგენითი სამუშაობი აქტიურად გრძელდება.

მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ გამავალ გვირაბშია მოქცეული, რაც სამუშაოების წარმოების პროცესს ართულებს.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 22 დეკემბრის საღამოს 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

გუმათჰესის, ჭიჭინაძის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ნაკადულის, ოცხელის და წურწუმიას ქუჩებს, წმ.ბარბარეს, 31-ე ქარხნის და აეროდრომის დასახლებებს.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....