ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღევანდელი დენის გრაფიკი: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ორახელაშვილის, ღლონტის, ტყემალაძის და ფრანგულიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....