“2030”-ის ეკონომისტი მიხეილ დონდუა სოციალურ ქსელში მთავრობას ლარის დასტაბილურების გეგმას სთავაზობს.
“1 – უნდა შევასრულოთ სვალუტო ფონდის რეკომენდაცია (“საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამა, მაკროპრუდენციული პოლიტიკის ფარგლები – ტექნიკური ჩანაწერი” 2015 წ.)
2 – უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის მკვლევართა სპეციალური რეკომენდაცია. (“როგორ განხორციელდეს ფინანსურისი სისტემების დედოლარიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? 2015წ.)
3 – უნდა შევასრულოთ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) და ფრაკფურტის ფინანსების და მენეჯმენტის სკოლის რეკომენდაცია
(„საქართველოს წამახალისებელი (ეკონომიკური) ინსტიტუტი“ 2015წ. )
რეკომენდაცია #1
1 – “უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ადგილობრივ ვალუტაში განსაზღვრა”
ახსნა და შედეგი:
დღეის მდგომარეობით კომერციული ბანკები დოლარში მოზიდული დეპოზიტების 20%-ს სავალდებულო წესით არეზერვებს ეროვნულ ბანკში. ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ დოლარს. თუ შევასრულებთ სავალუტო ფონდის პეციალისტთა რეკომენდაციას, კომერციული ბანკებს მოუწევთ 1 მილიარდი დოლარის გადახურდავება ლარში სავალდებულო რეზერვების შესაქმნელად. შედეგად , (ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების დახარჯვის გარეშე!!!), მიმოქცევიდან ამოვა მილიარდობით ჭარბი ლარი და ბაზარზე გამოვა 1 მილიარდი დოლარი. რაც კურსს დასვამს 1$/2.00 ლარის დონეზე.
2 – უნდა დაწესდეს “ობამას ბანკების გადასახადი”, ანუ კაპიტალის მაღალი მოთხოვნები სისტემური ბანკებისათვის. აქაც დარეზერვება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში, რაც დამატებით დიდი რაოდენობის დოლარის გალარებას გამოიწვევს.
3 – სავალუტო რისკისაგან დაუზღვეველ პირებს ნებისმიერი მოცულობის სესხი უნდა მიეწოდოს მხოლოდ ლარში
4 – საცალო სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი სავალდებულო წესით, ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ მსესხებელს სესხის მომსახურებისათვის მისი განკარგვადი შემოსავლის უმცირესი ნაწილის გადახდა უწევდეს
5 – უნდა ამოქმედდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა
მაგრამ პიველ რიგში, უნდა სასწრაფოდ უნდა შევასრულოთ
რეკომენდაცია #1:
“უცხოურ ვალუტაში გამოსახულ ანაბრებზე სარეზერვო მოთხოვნების ადგილობრივ ვალუტაში განსაზღვრა”
ლარიზაცია უნდა გავაკეთოთ წაღმა! ლარიზაცია უნდა გავაკეთოთ საფინანსო სექტორში და არა სასოწარკვეთილი მსესხებლის პერანგის ჯიბეში! – წერს დონდუა.