ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პედაგოგების საყურადღებოდ: ახალი სქემა მასწავლებლების გამოცდებისათვის

„სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სქემა დამტკიცდა, რომელიც წერილობითი ფორმით ამ დღეებში გამოქვეყნდება“- ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„აქამდე პედაგოგს საგნობრივი გამოცდა უნდა გაევლო, რომელსაც ბარიერი ჰქონდა. შემდეგ შიდასასკოლო, ე.წ. დაკვირვება, ანუ მისი კოლეგები უნდა დასწრებოდნენ გაკვეთილზე. ასევე, პროფესიულ უნარებში ტრენინგი. ამ ყოველივეს ჯამის შედეგად დააგროვებდა ბარიერის გადასალახად კრედიტებს. ეს გზა ისევ დარჩა. ერთადერთი განსხვავებაა – გამოცდას ბარიერი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ქულები არ მეყოს დაწინაურებისთვის, მაგრამ ჩაჭრილი არ ვარ. იმიტომ, რომ ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი. ამ პრაქტიკაზე ჩვენ უარი ვთქვით. დაემატა მეორე მიმართულება. ეს არის პროფესიული უნარების გამოცდა. პროფესიული უნარების გამოცდა არის ფაქტობრივად ალტერნატივა, რომელიც შეუძლია ჩააბაროს. თუ პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებს, უკვე საგნობრივი ტრენინგი მოუწევს. პირველ შემთხვევაში უნარების ჩაბარება უწევდა, აქ კი – საგნობრივის. მერე ისევ შიდა სასკოლო დაკვირვება და ესეც გადალახა. მესამე სცენარი არის, როდესაც პედაგოგი ორივე გამოცდას აბარებს და ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ორ წელიწადში თუ პედაგოგების 25%-მა გადალახა ბარიერი, ვფიქრობ, შემდეგ ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი, ანუ 25%-ზე მეტი შეძლებს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, წელიწადში 10-12% დაწინაურებული პედაგოგი განახლებული ცოდნით ზღაპრული, არაჩვეულებრივი შედეგია. გარდა ამისა, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ყოველწლიურად შეეცდებიან პედაგოგთა ეს პროცენტი გაიზარდოს.

იტვირთბა....