გერმანიის პოლიცია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე სპეცოპერაციას ატარებს. ინფორმაციასა ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჰოლანდიის საზღვართან ცხოვრობდა.
BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 1992 წელს დაბადებული ტუნისელი კაცია. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ის დაჭრილია.
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყავდეს და ისინი შეიარაღებულები იყვნენ.
შეგახსენებთ, ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაზე პასუხსიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი.