ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამაკაცის თვითმკვლელობის შემდეგ: ბანკი “რესპუბლიკა” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 

ვალების გამო თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბანკი “რესპუბლიკა” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“ბანკი “რესპუბლიკა” ეხმაურება გუშინ გამოქვეყნებულ მასალას. პირველ რიგში, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო. საქმის დეტალებში უკეთ გარკვევის და არსებული სიტუაციის დარეგულირების მიზნით, ბანკი “რესპუბლიკა” ახორციელებს შესაბამის კომუნიკაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და აუცილებლად დაეხმარება ოჯახს ამ მძიმე ვითარებაში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, ბანკი მუშაობს ამ საკითხზე და სიტუაციაში უმოკლეს დროში გაერკვევა.” – ნათქვამია ბანკ “რესპუბლიკას” განცხადებაში.

შეგახსენებთ, ორი კვირის წინ 44 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. Ambebi.ge -ის ინფორმაციით, მან თვითმკვლელობამდე ბანკ “რესპუბლიკას” წერილი დაუტოვა, სადაც სთხოვს ოჯახს ვალი ჩამოაწერონ და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვონ. როგორც გარდაცვლილის ბიძაშვილი ამბობს, საუბარია 27 ათასი დოლარის ოდენობის სესხზე.

იტვირთბა....