ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა წერია წერილში: 2 შვილის მამამ ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო და ბანკს წერილი დაუტოვა

 

44 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ორი შვილის მამამ ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო, მანქანაში კი წერილი დატოვა.  წერილში ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა, ამის შესახებ ინფორმაციას და წერილს ambebi.ge ავრცელებს:

“პატივცემულო “რესპუბლიკა ბანკის” წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩემს მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი… თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის”, –  წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე მამაკაცმა ბანკს მისწერა.

სააგენტო  გარდაცვლილის ბიძაშვილ შალვა ხოსრუაშვილს ესაუბრა, რომლის თქმით, გარდაცვლილს „მაღაზია ჰქონდა სანზონაში, სადაც საგადასახადო შევიდა და 60 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ჯარიმების გარკვეული ნაწილი ჩამოაჭრეს, სესხი აიღო ბანკიდან, მაგრამ გადახდა ვეღარ მოახერხა. მიკროსაფინანსოს ვალებიც ჰქონდა, დოლარი რომ გაძვირდა ას დოლარზე ასი ლარით ზედმეტის გადახდა უწევდა, ადგა და თავი მოიკლა.“
გარდაცვლილის ბიძის განცხადებით, სახლიც დაკარგულია და ბანკთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ოჯახი ღია ცის ქვეშ არ დარჩეს.

ფოტო: ambebi.ge
ფოტო: ambebi.ge

Ambebi.ge

იტვირთბა....