ახალი ამბები მთავარი პოეზია

NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ანკარის სამიტის დეკლარაცია მიიღეს

NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ანკარის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში დაადასტურეს ალიანსის ერთგულება კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი და განაცხადეს, რომ გააგრძელებენ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, უკრაინის მხარდაჭერასა და თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებას.

დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ერთიანი მე-5 მუხლის შესრულების საკითხში.

„ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური ძალა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძველია ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ლიდერები აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის რუსეთიდან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საპასუხოდ მოკავშირეები ზრდიან თავდაცვით ხარჯებს. მათი ინფორმაციით, 2025 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ძირითად თავდაცვით საჭიროებებში ინვესტიციები 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს.

ამასთან, ანკარის სამიტზე NATO-ს წევრებმა 50-მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი თავდაცვითი შესყიდვები დააანონსეს და თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობების გაფართოების ვალდებულება აიღეს.

სრულად:

იტვირთბა....