„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს რეპუტაცია დანგრეული: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, ციხითა და ჯარიმებით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ კი – სამარცხვინო ისტერიით, – ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეფასებით, ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის გამოსვლა სამარცხვინო იყო.
„ვინაიდან ეუთოს საზოგადოების მოტყუება ვერ მოახერხა, „ოცნების“ დელეგაციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, პერე პონსისგან სამართლიანი და შესაბამისი პასუხი მიიღო.
„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს რეპუტაცია დანგრეული: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, ციხითა და ჯარიმებით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ კი – სამარცხვინო ისტერიით. მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს, ნაცვლად იმისა, რომ იგი ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე“, – წერს გიორგი გახარია.

