“სკოლიდან წავა ყველა, ვინც წასასვლელია”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. როგორც მან თქვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ყველას მისცემს საშუალებას, პროფესიულად განვითარდეს.
მინისტრის თქმით, მოლოდინი იმისა, რომ ახალი სქემის გამოსვლის შემდეგ მასწავლებელთა 100% გადალახავს ბარიერს, არ აქვს.
„სკოლიდან წავა ყველა, ვინც წასასვლელია. იმ შემთხვევაში, სადაც მასწავლებელს გამოცდის ჩაბარებას მოთხოვ, მაგრამ ტრენინგით არ უზრუნველყოფ, ეს იქნება უსამართლობა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ყველას მისცემს საშუალებას, პროფესიულად განვითარდეს. ახალი სქემა გამოცდის ჩატარებას არ ითვალისწინებს, რადგან სირცხვილია იმ ადამიანს გამოცდა ჩაუტარო, რომელსაც თაობები ჰყავს გაზრდილი. მოლოდინი იმისა, რომ ახალი სქემის გამოსვლის შემდეგ 100 პროცენტი გადალახავს ბარიერს, არ მაქვს, მაშინ ნულოვანი ბარიერი უნდა დავაწესოთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრმა დღეს დირექტორთა საბჭოს წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.
იტვირთბა....