ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ დათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძეს პატიმრობა მიუსაჯა

 

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე 9-თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლომ კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ახალაიას დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გიორგი დგებუაძეს  ბრალდება გადაკვალიფიცირდა, მას ბრალად დახმარება ედება, ამიტომ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„არცერთი მტკიცებულება საქმეში არ მიუთითებს, რომ ახალაიამ დანაშაული ჩაიდინა. გადაწყვეტილება სასამართლომ მხოლოდ სამი მოწმის ჩვენების საფუძველზე მიიღო“-განაცხადა დათა ახალაიას ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ დავით ახალია სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გაამართლა.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს, დავით ახალაიასა და გიორგი დგებუაძეს, იგივე „მასტერას“,  უფლებამოსილების გადამეტებას და განზრახ მკვლელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ დავით ახალაია მიმალვაში იმყოფება, გიორგი დგებუაძის ექსტრადირება კი მიმდინარე წლის 22 მარტს განხორციელდა.

 

იტვირთბა....