,,სავარაუდოდ, თბოელექტროტოსადგურებისთვის ტარიფები გაიზრდება”,-ამის შესახებ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა სემეკის სხდომის დაწყებამდე:
,,სავარაუდოდ, თბოელექტროტოსადგურებისთვის ტარიფები გაიზრდება, რადგან ვალუტის კურსის კომპონენტი მნიშვნელოვანწილად მოქმედებს მათ ტარიფებზე. რამდენი იქნება და რა მოცულობით გაიზრდება, ამას ნახავთ კომისიის სხდომაზე. დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი…”- განაცხადა შონიამ.
დღეს 4 თბოელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებენ.