საპატრიარქოში ცოცხალი პატრიარქის ტახტზე გამოცხადებულია ბრძოლა და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ემზადება პატრიარქობისათვის. – ამის შესახებ თოქ-შოუ არჩევანში, ”ტაბულას” ჟურნალისტმა, ლევან სუთიძემ განაცხადა. მისივე თქმით ე.წ. დიღმის დაჯგუფების უკან მეუფე დიმიტრი დგას.
“წარმოიდგინეთ თქვენ გყავთ ძმისშვილი, აკურთხეთ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად, შემდეგ მიეცით იღუმენობა, არქიმადრიტობა, მოიპოვა ეპისკოპოსობა, აღაზევე მთავარ ეპისკოპოსობამდე, ჩააბარე ყველაზე გავლენიანი ეპარქია, ანუ რა ხდება, რატომ არის არარეალისტური, რომ პატრიარქობა ნათესაობით გადადის? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთი გვარის საკუთრებაა?… პატრიარქის სიძე, რომელიც არის პატრიარქის უშიშროების სამსახურის უფროსი, დაუპირისპირდა ე.წ. დიღმის დაჯგუფებას. ეს არის უკიდურესად ბნელი და ექსტრემისტული გამონათქვამებით და დანაშაულებრივი ქმედებით გამორჩეული სასულიერო პირი, რომელსაც მფარველობს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ის პატრიარქის ძმიშვილია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და შემოსავლიანი სასულიერო პირია და, როგორც ჩანს, მან უკვე დაიწყო მზადება პატრიარქობისათვის,“ – განაცხადა ლევან სუთიძემ „არჩევანში.“
თოქ-შოუში საქართველოს საპატრიაროში არსებულ ვითარებასა და დაპირიპირებაზე იყო საუბარი.