მორიგი თავდასხმა გერმანიაში. ქალაქ ვიზბადენში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი მაღაზიის მეპატრონე ქალია. თავდასხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.