ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილი პარტიის რყევაზეა გადასული“

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადასულია პარტიის რყევაზე და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებაზე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტის მიერ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, საქმე გვაქვს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვებზე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ერთიანად, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც ამ მომენტში აქ არ იმყოფება და ქმედით თავმჯდომარესთან ერთად, ძველი და ახალი გუნდის ერთიანობით მოხავდინოთ ჩვენი ამომრჩევლების ბაზის ზრდა და ასე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ამ საკითხზე საუბარმაც კი, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილში, როგორც მაშინ პარლამენტში შესვლის საკითხმა, გამოიწვია ძალიან გაუგებარი რეაქცია. ის მთავარ ამოცანას აზარალებს იმით, რომ გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში პარტიის მიერ გამართულ კონფერენციაზე სკაიპის საშუალებით ჩაერთო.

„ასეთ სიტუაციაში, როცა აქ ასეთი ბრძოლაა, როცა ამდენი ადამიანი ერთვება, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს… ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც რყევები არსებობს, რაღაცა ის, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე.

მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. და თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი ხალხის თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=xJD_CNhF54g

იტვირთბა....