ჩუბინაშვილის 52 ნომერში დევნილებით დასახლებულ საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ცნობით, 2 ოჯახი დაზარალდა, რომლებიც კოდორის ხეობიდან დევნილები არიან.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. დაზარალებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. დევნილთა განცხადებით, მათ ყურადღებას ამ დრომდე არავინ აქცევს.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად გაუმართავ ელექტროგაყვანილებას ასახელებენ.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს მოკვლევა და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.