„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა:
„ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 2017 წელი იქნება ეკონომიკაში წარმატებული.
ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. 2017 წელს ველოდებით სერიოზულ განვითარებას, ბევრი პროექტია დაძრული სხავადასხვა მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იქნება სიმშვიდე და კარგი წინსვლა.
ყველაფერი მიდის დაგეგმილად. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია მთლიანად ეკონომიკისთვის, ლარის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი და მათ აღარ ექნებათ საფიქრებელი, რომ დოლარის კურსის გამო გაეზრდებათ გადასახადი. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება. მე მგონი ეს კარგი ინიციატივაა.
ჩვენი ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციას დოლარში აკეთებენ, მათი ინვესტიცია მცირდება, ეს არის ძალიან მარტივი. მეორე მხრივ, ის მსესხებლები, რომლებსაც დოლარში ჰქონდა სესხი, მათ უჭირთ გადახდა და ბანკი შესაბამისად იძულებულია, რომ ეს სესხები ჩამოაწეროს, ან რესტრუქტურიზაცია გააკეთოს. რაც შეეხება ბანკის მონაწილეობას ლარის კურსში, ბანკები ყოველთვის იღებენ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც თეთრებითაა განსაზღვრული, ვალუტის გადახურდავება-გადმოხურდავების დროს, ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც იაფად იყიდა და ძვირად გაყიდა. ასეთი რამ არ ხდება, ეს რეგულირებადია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.