„თიბისი ბანკის“ მენეჯმენტმა აქციები გაყიდა. ყველაზე ძვირად ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გაყიდა, პირველი პორცია 15₤-ად, 21 090 ცალი. ჯამში 56 158 ცალი აქცია გაასხვისა, სულ ₤- 839 582.
გიორგი შაგიძემ 17 877 აქცია(₤267 140) გაყიდა, ვანო ბალიაშვილმა – 11 237 (₤167 916), ნინო მასურაშვილმა 7 662 (₤114 488 ). გარიგებები 12-13 დეკემბერს დაიდო.
მანამდე ბანკის აქციონერთა რიგებიდან გავიდა Inseco, გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან პაატა ღაძაძესთან დაკავშირებული კომპანია, გაყიდულია 40 950 აქცია, 2 ნაწილად, სულ 468 607 გირვანქა სტერლინგის.
5-12 დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც (IFC) გაყიდა ბანკის აქციები, ასევე 2 პორციად (5-12 დეკემბერი). ₤8 მლნ-მდე მოცულობით, პორტფელი 2.098 მლნ-დან 1.538 მლნ აქციამდეა შემცირებული. IFC -ის მთლიანი აქციების 4% ეჭირა და ახლა უკავია 2.9%.
ლონდონის ბირჟაზე გასულ 2 კვირის განმავლობაში გარიგებები 2 მლნ-ზე მეტ აქციაზე დაიდო.