ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბაქრაძე დენის და გაზის გაძვირებაზე საუბრობს

“ნაცმოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებამ შესაძლოა სახელმწიფო იძულებული გახადოს დენსა და გაზზე ტარიფები გააძვიროს.

“დღეს ლარის გაუფასურება გარდა ცხოვრების ზოგადო გაძვირებისა, რა თქმა უნდა პრობლემაა თითოეული მოქალაქისთვის და ქმნის 2 კონკრეტულ საფრთხეს.

1 – თუ ლარის კურსი იქნება მიმდინარე კურსზე, მიმდინარე ნიშნულზე ან კიდევ გაუფასურდება, იქნება იმის რეალური რისკი, რომ იძულებული იქნება სახელმწიფომ გადახედოს ენერგოტარიფებს და გააძვიროს ტარიფები ელექტრობაზე და გაზზე. ეს კი იქნება გაძვირების ახალი ტალღის ძალიან სერიოზული დასაწყისი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობისთვის.

2 – თუ ლარის კურსთან დაკავშირებით შენარჩუნდება გაურკვევლობა, ეს პირდაპირ დაარტყამს საქართველს ეკონომიკურ განვითარებას გაისად, ვინაიდან ვერცერთი ბიზნესმები ვერ დაგეგმას საკუთარ ბიზნესს თუ მან არ იცის, როგორი იქნება დოლარის და ლარის თანაფარდობა მომავა,ლ წელს. ამიტომ, ლარის გაუფასურება და ის გაურკვევლობა, რომელიც არსებობს მომავალ კურსთან დაკავშირებით, ქმნის პირდაპირ საფრთხეს ცხოვრების მორიგი გაძვირების ტალღის დაწყების და საქართველოში ეკონომიკური განვიითარების კიდევ უფრო შეფერხების”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....