ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნუ იხმაურებთ: ხმაურის გამო შესაძლოა 150 ლარით დაჯარიმდეთ!

 

თბილისის საკრებულომ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვით, ხმაური დღის და ღამის განმავლობაში დარეგულირდება.

„ხმაური, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში, რომელიც აღწევს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს გამოიწვევს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას“ – წერია დოკუმენტში.

გაფრთხილების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის 150 და იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას.

ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მისი შემდეგი ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის 1000 ლარის ოდენობით.

კანონის პროექტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის „დღის საათებად“ მიიჩნევა დროის მონაკვეთი 07;00 საათიდან – 23;00 საათამდე, ხოლო „ღამის საათებად“ – დროის მონაკვეთი 23:00 საათიდან – 07:00 საათამდე.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, 2017 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოსცეს ნორმატიული აქტი აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების პროცედურების შესახებ. ასევე შსს-მ უნდა გამოყოფოს თანხა ბიუჯეტში ხმაურმზომი მოწყობილობების შესაძენად. ასევე პოლიციელებმა უნდა გაიარონ შესაბამისი სასწავლო კურსები.

იტვირთბა....