ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

აჭარაში, „ოცნების ქალაქში“ ქოხი დაიწვა ( ვიდეო)

დღეს, 20 დეკემბერს, გამთენიისას ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბაგრატ  მახარაძის საცხოვრებელი ქოხი დაიწვა. დაახლოებით 20 კვ/მ ფართობში სამი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. – ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე, გამოძახებიდან 35 წუთის შემდეგ მივიდა.

„დაეხმარებიან თუ არა ბაგრატ მახარაძის ოჯახს?  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ  კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

დასახლება – ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ოთხი წლის წინ გაჩნდა ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. აქ თვითნებურად ჩასახლებული ოჯახების რიცხვი დღეისათვის 3 ათასს აღწევს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ არიან ეკომიგრანტები, უსახლკაროები და ა.შ. აჭარის მთავრობამ მათი საკითხი შეისწავლა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა.“-წერს გამოცემა.

 

იტვირთბა....