ბერლინში მომხდარი ტერაქტის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303. ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.“
სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში მომხდარი ტერაქტირს დროს დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ბერლინში ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 50-80 მეტრი გაიარა.
საქმე ტერორისტული აქტის მიმართულებით აღიძრა. მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამის დააკავა. გარდაცვლილი იპოვეს სატვირთოში მჯდომი კიდევ ერთი მამაკაცი.