ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თქვენ აქ მოკვდებით”: ვიდეოზე რუსეთის ელჩის მკვლელობა დააფიქსირეს (ვიდეო)

მამაკაცმა, რომელიც თურქეთში საგამოფენო დარბაზში შეიჭრა რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს 9-ჯერ ესროლა. რუსი დიპლომატი ადგილზე დაიღუპა. როგორც გაირკვა, მსროლელი პოლიციის ოფიცერი, 22 წლის მევლუტ არტინტასია. ადგილობრივმა დაცვის წევრებმა იგი ადგილზე მოკლეს. მან თავი მცველად გაასაღა და ისე შევიდა გამოფენაზე.

არტინტასი ყვიროდა: „ალაჰ, აკბარ… ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა, ის უნდა მოკვდეს. მე მხოლოდ სიკვდილი გამაჩერებს. ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით “

ადგილზე დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

კრემლმა ამ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. საერთაშორისო ინსტიტუტები სპეციალურად იკრიბებიან სამსჯელოდ პრობლემის მოსაგვარებლად.

შეგახსენებთ, რუსეთი აგრძელებს სირიაში დაბომბვებს, რამაც მოსახლეობის სიკვდილი და უბედურება გამოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=A68qa6nKbGQ

 

იტვირთბა....