ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს: სროლა თურქეთში აშშ-ს საელჩოსთან

თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩზე თავდასხმის შემდეგ სროლის ხმა ისმოდა ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც, რის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. ამასთა, აშშ თურქეთში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. ამერიკის მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ საელჩოს ტერიტორიას“,- ნათქვამია აშშ-ს დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.

რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში, რომელზე თავდასხმაც ანკარაში ერთ-ერთ გალერეაში განხორციელდა გარდაიცვალა. მისი მისამართით თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა რამდენიმეჯერ განახორციელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა გასროლის შემდეგ წარმოტქვა სიტყვები: „ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ“. ამასთანავე ვრცელდება ფოტო, სადაც მკვლელი არის ასახული, რომელსაც შავი პიჯაკი აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

usa

იტვირთბა....