მამაკაცი, რომელმაც ანკარაში, საგამოფენო დარბაზში თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი პისტოლეტიდან მოკლა, 22 წლის ანკარის პოლიციის ოფიცერი მევლუტ არტინტასია.
მელტინტასი (Mevlüt Mert Altıntaş) ანკარის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმში მსახურობდა. გასროლის შემდეგ თავდამსხმელი ყვიროდა, რომ „ეს არის შურისძიება ალეპოს გამო“ და სკანდირებდა – „ალაჰ აკბარ“-ს, ასევე – „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ კვდებით აქ“.
ამასთან, თურქული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი გამოფენაზე პოლიციის საშვით შევიდა. თავდამსხმელი თურქეთის პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული.
იტვირთბა....