ელექტრომომარაგება 20 დეკემბერს დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე უბნის ქუჩების ნაწილს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება შემდეგ უბნებში:
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, IV და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, მოსკოვის გამზირის, ენგურჰესის, გუმათჰესის, ორხელაშვილის, ღლონტის, ტყემალაძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის და ძევერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, კარტოზიას, საბურთალოს და ანტონოვსკაის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ელექტროენერგია სხვადასხვა მიზეზის გამო 19 დეკემბერსაც არ მიეწოდებოდა დედაქალაქის ნაწილს.