ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში, ადგილობრივების ინფორმაციით 65 წლის შვილმა 90 წლის დედა მოკლა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია „მეტრონომს“ შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. პირველადი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება.