საქართველო ალეპოდან დევნილების მისაღებად ემზადება. ამ დროისთვის თბილისს 100-მდე სირიელმა მიმართა,- აღნიშნულის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ განაცხადა.
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, გიგა გიორგაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების სისტემა ამ რაოდენობის მიგრანტების მისაღებად და მათ დასახმარებლად მზად არის.
„გვყავს სირიის 100-მდე მოქალაქე, რომლებმაც გვთხოვეს დახმარება. ჩვენ შევისწავლეთ მათი საქმეები და ბუნებრივია, ისინი იმყოფებიან საერთაშორისო დაცვის ქვეშ საქართველოში და მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მათი უფლებების დაცვა,“ – განაცხადა გიგა გიორგაძემ.