ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„პირდაპირ რომ ვთქვა გავფრინდი“: ვის მოუწევია მარიხუანა? – რა უპასუხეს ქართველმა პოლიტიკოსებმა (ვიდეო)

“მოგიწევიათ თუ არა მარიხუანა?”- ეს კითხვა პარლამენტის წევრებს “კურიერის” ჟურნალისტმა დაუსვა. პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა განაცხადა, რომ გაუსინჯავს:
ზვიად ძიძიგური: „მარიხუანა გამისინჯავს და ვიცი რა იდიოტობაც არის. მე ამას ძალიან მარტივად შევაფასებდი. 1992-93 წლებში მთელი ახალგაზრდობა გამოთაყვანებული დადიოდა. ყველას ჰქონდა სახლში დარგული კანაფი. ეწეოდნენ და ასინჯებდნენ ერთმანეთს და კოლექტიურად კაიფობდნენ. თუ ვინმეს უნდა ასეთ საქართველოში დაბრუნება არ ვიცი, მე არ მინდა.“
ნუკრი ქანთარია: „1976 წელს გავსინჯე მოსკოვში. აზერბაიჯანელებმა გვიწილადეს მაშინ. იმდენად იმოქმედა, რომ ნომრის მიგნება გამიჭირდა. სიცილით ვიგუდებოდით. რატომ ვიცინოდით, არ ვიცოდით“.
ზაზა გაბუნია: „დელიკატური და რთული შეკითხვაა, ვერ ვიხსენებ მომიწევია თუ არა“.
ემზარ კვიციანი: „ერთხელ გავსინჯე. შეიძლება ითქვას, პირდაპირ რომ ვთქვა გავფრინდი. ვიცი, რომ კიბოს კურნავს. რაღაც სტადიისთვის გამოიყენება. კანაფი ახლაც ვიცით სვანებმა, ამის ხაჭაპურში გაკეთება აკრძალული არ უნდა იყოს, მაგრამ…“
ზაზა ხუციშვილი: „ერთხელ კონცერტის წინ მეც გავსინჯე. კიდევ კარგი ეს კონცერტი გადავიღეთ ვიდეოზე, იმიტომ რომ სცენაზე მეგონა რომ ჩემნაირი მუსიკოსი მსოფლიოში არ არსებობს“.
რომან გოცირიძე: „ერთხელ მოვწიე მუშტაიდის ბაღში და ამით დამთავრდა ჩემი გამოცდილება. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი”.
ელენე ხოშტარია: “მარიხუანა მომიწევია, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ ღვინის მოყვარული უფრო ვარ, ვიდრე მარიხუანასი, მაგრამ ნამდვილად გამისინჯავს”.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი გიგა ბოკერიაც ამბობს, რომ მარიხუანა გასინჯული აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეუძლია ბალახის თრობით გამოწვეული ისტორია მოუყვეს ბოკერია პასუხობს:
“შემიძლია, მაგრამ არ მოგიყვებით”.
ამ თემაზე მმართველ გუნდში აზრი გაიყო. ნაწილი მათგანი მომხრეა დეკრიმინალიზაციის, მათ ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება მის დეკრიმინალიზაციას, ნაწილი კი ამბობს რომ ჯერ ისევ ფიქრობს, დაუჭერს თუ არა მხარს მის დეკრიმინალიზაციას.

https://www.youtube.com/watch?v=v9E7MHUPwLM

 

იტვირთბა....