ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის დარბაზს გაუჩნდა, საიდანაც  გავრცელდა და 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. ამავდროულად, ჭერიდან ჩასულმა წყალმა  შენობა მთლიანად დააზიანა.

ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი სავარაუდოდ, ბავშვების დაუდევრობით გაჩნდა.

 

იტვირთბა....