ბათუმში , ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაზეთ “აჭარა PS”-ის ჟურნალისტ, თამაზ ქობულაძეს სამარშრუტო ტაქსი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად თამაზ ქობულაძე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.