”საქართველოს რკინიგზა” ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადმინსტრაციაში განმარტავენ, რომ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება.
„ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები”, – აცხადებენ რკინიგზაში.