ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთში გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდა

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

იტვირთბა....