“უშველე ლარს”! – პლატფორმა „დაიცავი თავისუფლების“ წევრები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიის წინ აქციას იწყებენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ხარჯების მკვეთრად შეკვეცას და გადასახადების შეამცირებას ითხოვენ.
აქცია ნაძვის ხის მორთვით დაიწყო, სადაც აქციის მონაწილეებმა დოლარის კუპიურის ასლები დაჰკიდეს, სადაც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფოტოებია დატანილი.
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მთავრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.