ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იზორიამ რეგიონის სტაბილურობისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ლევან იზორია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვს.

 

იტვირთბა....