თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინა. ბიუჯეტის მოცულობა 801 302 000 ლარს შეადგენს, თუმცა ნარმანია საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტის ზრდას არ გამორიცხავს.
საკრებულოს ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებს სრულად არ გამოხატავს.
დავით ნარმანიას თქმით, მომავალ წელს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, 10 პროცენტის ნაცვლად, 12 პროცენტით არის გათვალისწინებული.