ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე ტაძრის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 17 დეკემბერს, 10-დან 15 საათამდე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. მსურველებს ვარდების მოედნიდან – 8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან – 3 და მეტრო „ვარკეთილიდან“ – 3 ავტობუსი მოემსახურება.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს მახათას მთაზე ბარბარობასთან დაკაშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები.