აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ორგანიზაცია საქართველოსთვის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზიის ჩამორთმევას აპირებს და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს,- ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ტრამპის ორგანიზაციამ უკვე გააუქმა აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია და იგივე ნაბიჯებს დგამს მეზობელ საქართველოშიც.
ABC-ის ინფორმაციით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტრამპის გაპრეზიდენტებასთან, რადგანაც მას სურს ჩამოიშოროს ბიზნეს საქმეები.
შეგახსენებთ, „ტრამპ თაუერის“ განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“, რომელსაც სასტუმრო ბათუმში უნდა აეშენებინა. პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა. ცოტა ხნის წინ ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდებოდა.