ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიზანმიმართულად დამახინჯებაზე საუბრობენ და ამ ფაქტს პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებენ.

“სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება – სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – აცხადებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

საუბარია ინტერნეტსივრცეში, რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც თითქოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებდა, დაევიწყებინათ ლარის კურსი:

„დაივიწყეთ ლარის კურსი.  ჩვენ ვაკეთებთ 10%–იან ოპტიმიზაციას. გვეუბნებიან: 30 %–ით შეამცირეთ ხარჯებიო. ეს, რა თქმა უნდა, მათემატიკურად შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უაპსუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ.

ჩვენ ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ სფეროებში, რომლებიც ყველაზე მეტად პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. თითოეული ნაბიჯი სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ შევქმნათ სწორი ეკონომიკური განვითარების პროცესი“ – ავრცელებდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებები.

იტვირთბა....