ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ხალხი კი გაურკვევლობაშია. ათასობით ადამიანს სესხი დოლარში აქვს აღებული, რის გამოც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გარდა ამისა, ყოველდღიურად იმატებს ფასები მედიკამენტებზე, საკვებსა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებზე.
მიუხედავად ამისა, სახელისუფლებო გუნდში ლარის გაუფასურებაში “პოზიტიურ ფაქტორებს” ხედავენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
“ლარის დევალვაციამ ჩვენ რამდენიმე პოზიტიური ფაქტორი მოგვცა”-აღნიშნა კოვზანაძემ.
ამჩნევს თუ არა რაიმე პოზიტივს ლარის გაუფასურებაში? – ამ კითხვაზე მიხეილ ცაგარელი შემდეგს აცხადებს:
მიხელ ცაგარელი (ასტროლოგი): თუ თავად პოზიტივს ხედავენ, მაშინ მეც დამანახონ. მე ერთი ვიცი, რომ ჩვენ წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს. ეს დაახლოებით 12 აპრილამდე გასტანს. ამ დროს ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ მთავრობა ძალიან დიდი შეცდომებს დაუშვებს. ის დაკავებული იქნება საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით, მიიღებს არასწორ გადაწვეტილებებს და არაპოპულარულ კანონებს, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევს. ასევე, არასამათავრობოების და სხვა ჯგუფების გააქტიურებას. მოადუნებენ ყურადღეებას და დაავიწყდებათ, რომ გამოჩდებიან ახალი ლიდერები. წლის მეორე ნახევარში ამ მთავრობის ბევრ წარმომადგენელს მოუხდება თანამდებობის დატოვება სწორედ ახლა დაშვებული შეცდომების შედეგად.
მე “ქართულ ოცნებას” ადრევე ვუთხარი, რომ სულ 9 წელი აქვთ, აქედან 5 დარჩათ და თუ ასე გააგრძელეს, ეს ჯგუფი დაიშლება ისევე, როგორც “ნაცმოძრაობა”. არ მაინტერესებს, რა ხდება სხვა ქვეყანაში, მე ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში ხდება კატასტროფა და ეს მთავრობა დაშორდა ხალხს. ამიტომ, ვურჩევ, რომ 12 აპრილამდე არ მიიღონ ისეთი გადაწვეტილებები, რომელიც ბოლოს მოუღებს. ამის ალბათობა ძალიან დიდია-აღნიშნა ცაგარელმა “რეზონანსთან” საუბრისას.
guriismoambe.com