“თებერვალ-მარტში ალბათ ჩამოყალიბდება უკვე საკმაოდ სერიოზული კრიზისი” – ასეთი განცხადება გააკეთა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. ხუხაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული ეკონომიკური გეგმა რეალობას აცდენილია.
„ხელისუფლების კომენტარები უფრო და უფრო მძიმე ხდება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. თებერვალ-მარტში ალბათ ჩამოყალიბდება უკვე საკმაოდ სერიოზული კრიზისი და მე არ ვიცი ხელისუფლება იმ გეგმით, რომლითაც გვესაუბრება, როგორ გაართმევს ამ კრიზისს თავს. იმიტომ, რომ გეგმა არის ძალიან სუსტი და აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ გამოწვევებთან რომლის წინაშეც ქვეყანა დგას,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
იტვირთბა....