ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციას პოლიტიკური ვითარების დასარეგულირებლად კომპრომისული გეგმა შესთავაზა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აფხაზური მედია sputnik-abkhazia ავრცელებს.
სოხუმში ოპოზიციური ძალების კრება გვიან ღამით დასრულდა. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ დემონსტრანტებს განუცხადა, დეფაქტო პრეზიდენტთან და ე.წ. პარლამენტის სპიკერთან გამართულმა ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა გარკვეული შედეგები გამოიღო. ხაჯიმბამ ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველი ვიცე-პრემიერის, გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ცენტრალური საარჩვენო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობები შესთავაზა.
შეგახსენებთ, სოხუმში საპორტესტო გამოსვლის მონაწილეები დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაშლაზე უარს აცხადებდნენ.