ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა “ჰუსიტებმა“ აიღეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
ეს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ მათ მიერ განხორციელებული პირველი იერიშია.
ისრაელის სამხედროებმა კი განაცხადეს, რომ რაკეტები ჩამოაგდეს.
თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე იაჰია სარიმ განცხადებაში მიანიშნა, რომ იემენელი „ჰუსიტები“ ომში ჩაერთვებოდნენ, რამაც, მედიის ინფორმაციით, რეგიონი შოკში ჩააგდო და გლობალური ეკონომიკა შეარყია.

